მონაზონს ესწავლა, უყვარდეს ღმერთი და სამყარო

სულიწმიდისგან მონაზონს (და არამხოლოდ) ესწავლა, რომ უყვარდეს ღმერთი და უყვარდეს სამყარო.

Advertisements

აღდგომა — რწმენა — იმედი

„მოველით აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა, ამენ!“ — ამ სიტყვებით დაასრულეს სარწმუნოების სიმბოლოს გამომხატველი ტექსტი მე-4 საუკუნის მიწურულს შეკრებილმა დიდი და წმინდა საეკლესიო კრებაის მამებმა. ტექსტი, რომელიც „მრწამსის“ სახით ჩემორჩა მრავალ საუკუნეს და მოიცავს ქრისტიანული სწავლების უმნიშვნელოვანეს დოგმატურ ასპექტებს, გახდა არამხოლოდ საღმრთო ლიტურგიის შემადგენელი ნაწილი, არამედ ყოველი მორწმუნის ყოველდღიური სათქუმელი. ხორცით აღდგომის რწმენა, … Continue reading აღდგომა — რწმენა — იმედი

მიპატიე — შენდობის კვირა

ბოლო კვირა ცოტა დავისვენე, ცოტაც ვიმოგზაურე, მეგობრული გარემო და ადამიანურობა მეტად შევიგრძენი, ფიქრებითაც ქარბორბალასავით ბევ რამეს მივედ-მოვედე. ჩემს თავსაც ბევრი რამ „ვუმტკიცე“, მაგრამ ყველაზე საშინელი იყო განცდა სიბინძურისა, ჩამოურეცხავი ტალახისა, აი ზოგნი ცოდვას რომ ვეძახით და რომელშიც ცხოვრება გვიწევს. მაპატიეთ და ჩემს თავს ისიც კი შემოვძახე, „ჩათლახი“ ხარ-მეთქი. აბა, ხართან დაბმულს, ზნე არ შეგეცვლება თუ ფერი?! ვაი, რომ ცხვარი არ ხარ, უფლის მარჯვენა რომ დაიმკვიდრო-მეთქი...

არ გეგონოთ… [ალეგორიული რეფლექსია]

არ გეგონოთ, დამოკიდებულება შევიცვალე და ახლა დუმილით ვცდილობ კარიერის შექმნას; არ გეგონოთ, შემეშინდა და უკან დავიხიე; არ გეგონოთ, კომფორმიზმმა მძლია და სისტემას მოვერგე; არ გეგონოთ, ქრისტეს მოთმინების, ეკლიან, გოლგოთისა და ჯვარცმის გზას ვუღალატე, და მავანთ, ფარისეველთა და სადუკეველთ შევეყარე;

მეუფე ბართლომეოსის სიტყვა მონაზვნად აღკვეცაზე

მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე ბართლომეოსის (მსოფლიო საპატრიარქო) სიტყვა,  წარმოთქმული ირაკლი ჯინჯოლავას მონაზვნად აღკვეცაზე (მიუნხენის ფერისცვალების ტაძარი, 02.12.17)

“ერთკვირიანი განცდები” – მე-5 საყოველთაო მართლმადიდებლურ პრესინოდალური კონფერენცია (16.10.2015)

ვინც ამ წერილში თავის-თავს ამოიცნობს და მასზედ ართქმულს თავის-თავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, „ლაფის სროლას დამიწყებს“. ეს კი კარგად იცოდეთ, მე პირთან საქმე არა მაქვს, მე „საზოგადო ჭირზედა“ ვწერ, ახალგაზრდა, რომელსაც თავისი ეკლესია უყვარს და რომელიც შეუერთდა ჩვენი წმიდა მამა გრიგოლ ფერაძის მოწოდებას – „მე ვარ მებრძოლი, რომელიც ეძებს მებრძოლებს თქვენი წრიდან ეკლესიისთვის მომავლის შესაქმნელად“.